ანდრია ჯაღმაიძე: მეუფე ნიკოლოზის ჩასვლა მოსკოვში პატრიარქ კირილესთვის ანგელოზის დღის მისალოცად არის კერძო ვიზიტი და ის არ იყო შეთანხმებული საპატრიარქოსთან

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ მეუფე ნიკოლოზის ჩასვლა მოსკოვში პატრიარქ კირილესთვის ანგელოზის დღის მისალოცად არის კერძო ვიზიტი და ის არ წარმოადგენს საპატრიარქოს.

აღნიშნულთან დაკავშირებით კი საპატრიარქოს წარმომადგენლებმა გავრცელებული ფოტოებიდან შეიტყვეს.

ცნობისთვის, დღეს გავრცელდა ფოტოები, რომლებზეც ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილის მოძღვარი მეუფე ნიკოლოზი მოსკოვში იმყოფება, რუსეთის პატრიარქისთვის ანგელოზის დღის მისალოცად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები