Spiegel: გერმანიის ეკონომიკა მცირდება

გერმანიის ეკონომიკა უკვე ზედიზედ ორი კვარტალია,  იკლებს, რაც ევროკავშირის უდიდესი ეკონომიკის ტექნიკურ რეცესიაზე შეიძლება, მიანიშნებდეს.

ამის შესახებ Spiegel-ი ფედერალური სტატისტიკის სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

სტატისტიკის მიხედვით, გერმანიის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) წინა კვარტალთან შედარებით, იანვრიდან- მარტამდე პერიოდში 0,3%-ით შემცირდა და, შესაბამისად, ეკონომიკა ზედიზედ მეორე კვარტალია რაც იკლებს.

აღინიშნება, რომ როდესაც ეკონომიკაში ზედიზედ ორი კვარტალი უარყოფითია, ტექნიკურ რეცესიაზე მიდის საუბარი.

გამოცემა წერს, რომ ეკონომიკური ზრდა შენელდა კერძო მოხმარების შემცირების გამო.

პირველ კვარტალში ის 1.2%-ით დაეცა, რისი ერთ-ერთი მიზეზი მაღალი ინფლაციის გამო მომხმარებლების მსყიდველობითუნარიანობის დაკარგვაა.

სახელმწიფოს მოხმარებაც 4,9%-ით შემცირდა.

ამავდროულად, მნიშვნელოვანი ზრდა ჯერჯერობით პროგნოზირებული არ არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები