ბელარუსში რუსეთის ტაქტიკური ბირთვული იარაღი განლაგდება – შეთანხმება ხელმოწერილია

რუსეთისა და ბელარუსის თავდაცვის მინისტრებმა ბელარუსის ტერიტორიაზე რუსეთის ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

როგორც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ განაცხადა, “ბელარუსის ტერიტორიაზე არასტრატეგიული ბირთვული იარაღის განლაგებისას, რუსეთი მას რესპუბლიკას არ გადასცემს, მათზე კონტროლსა და გამოყენების გადაწყვეტილებას ისევ მოსკოვი იტოვებს”.

შოიგუმ ასევე აღნიშნა, რომ „მომავალში შესაძლოა დამატებითი ზომების მიღება საკავშირო სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაზე რეაგირებისთვის“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები