“ბახმუტიდან “ვაგნერის” გაყვანა დავიწყეთ” – პრიგოჟინი

კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ ბახმუტიდან მებრძოლების გაყვანის პროცესი დაიწყო.

ამის შესახებ ინფორმაციას მისი პრესსამსახური ავრცელებს.

„ბახმუტიდან საბრძოლო ნაწილებს გაყვანა დავიწყეთ. 1-ელ ივნისამდე მათი განლაგების ადგილი შეიცვლება. პოზიციებს სამხედროებს ვუთმობთ. მაგრამ თუ სამხედროებს გაუჭირდებათ, დავტოვებთ მათ, ვისაც ბახმუტის აღებაში მთავარი როლი ჰქონდა”, – ნათქვამია განცხადებაში.

პრიგოჟინმა ბახმუტის აღების შესახებ 20 მაისს გამოაცხადა.

უკრაინის ხელისუფლება ოფიციალურად ამ ინფორმაციას არ ადასტურებდა, მაგრამ ამ კვირაში ბახმუტში საომარი მოქმედებების შესახებ ცნობები უკრაინის გენერალური შტაბის ანგარიშებიდან გაქრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები