რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შენობაში ხანძარი გაჩნდა – ფაქტი ჯერ დაადასტურეს და მერე უარყვეს
მოსკოვში, ფრუნზენსკაიას სანაპიროზე მდებარე, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში გვიან ღამით ძლიერი დაკვამლიანება იყო.
ამის შესახებ ტელეგრამ-არხები წერდნენ და ფაქტის ამსახველ ფოტოც გაავრცელეს.
ადგილობრივები “პლასტმასის მძაფრი სუნის” შესახებ საუბრობენ.
“ტასს” საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, რომ “სამინისტროს შენობაში ხანძარი, ერთ-ერთ აივანზე გაჩნდა”. აღინიშნა, რომ ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.
თუმცა, დღეს საგანგებო სიტუაციების სამინისტროში ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ შენობაში ხანძარი ვერ გამოავლინეს.
„აალების ფაქტი დადასტურებული არ არის, ვინაიდან ადგილზე სახანძრო სამსახურის მისვლისას, აალება არ დაფიქსირებულა. ისევე, როგორც დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.