„როკენროლის დედოფალი“ – ტინა ტერნერი გარდაიცვალა

ARNHEM, NETHERLANDS - MARCH 21: Tina Turner performs on stage at the Gelredome on March 21st, 2009 in Arnhem, Netherlands. (Photo by Rob Verhorst/Redferns)

ამერიკელი მომღერალი, ავტორი, მოცეკვავე, ქორეოგრაფი და მსახიობი, ტინა ტერნერი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

„როკენროლის დედოფალი“ ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, შვეიცარიაში, ციურიხის მახლობლად მდებარე საკუთარ სახლში გარდაიცვალა. მასთან ერთად, მსოფლიომ დაკარგა მუსიკის ლეგენდა და მისაბაძი ადამიანი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამერიკელი ვარსკვლავის კარიერა 60 წელზე მეტს მოიცავდა. ის თავისი მოღვაწეობის მანძილზე არაერთხელ იქნა წოდებული „როკ-ენ-როლის დედოფლად“.

ტინას მუსიკალური კარიერა აიკ ტერნერთან, მის მეუღლესთან ერთად დაიწყო. დუეტს წარმატება სინგლმა „Proud Mary“ მოუტანა.

როგორც მსოფლიოს შოუბიზნესის ერთ-ერთი ცნობილი ადამიანი, ტინა ჟურნალ „როლინგ სტოუნის“ მიერ ყველა დროის ყველაზე წარმატებულ როკ-მომღერალ ქალბატონად და ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს მომღერლად არის დასახელებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები