სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ რუსეთი მარცვლეულის შეთანხმების დარღვევას კვლავ განაგრძობს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ რუსეთი ცდილობს შეაფერხოს საზღვაო მიმოსვლა უკრაინული მარცვლეულით სამი საზღვაო ნავსადგურიდან ერთ-ერთში, რომელიც გათვალისწინებულია შეთანხმებით.
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„მხარეები შეთანხმდნენ, რომ უკრაინული საკვების შეუფერხებელი ექსპორტი მიეცათ სამი პორტიდან. ახლა რუსეთი უარს ამბობს ამ სამი პორტიდან ერთ-ერთზე გემების დაშვებაზე. ეს არის შავი ზღვის ქვეშ არსებული მათი ვალდებულებების აშკარა დარღვევა“, – აღნიშნა მილერმა.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, რუსეთის მხრიდან ასეთი შეფერხება და შეთანხმებიდან გასვლის მუქარა საფრთხეს უქმნის მსოფლიო პროდუქტებზე ფასების აწევას და სურსათის ხელმისაწვდომობის შემცირებას იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.
„ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს გლობალური საკვების მარაგით მანიპულირება“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.