“რუსეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მიწოდების ახალი ჯაჭვების შექმნას” – პუტინი
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ახალი მიწოდების ჯაჭვების შექმნას.
ამის შესახებ მან ევრაზიული ეკონომიკური ფორუმის მეორე პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„განსაკუთრებით აღვნიშნავ სიტუაციას ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სექტორში. აშკარაა, რომ დღეს გაიზარდა ახალი მდგრადი ლოგისტიკური ჯაჭვების და საერთაშორისო მარშრუტების დაჩქარებული განვითარების აქტუალობა. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ სამუშაოს როგორც ევრაზიული ეკონომიკური სივრცის ფარგლებში, ასევე, მის ფარგლებს გარეთ, მათ შორის, „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ დერეფნის ფარგლებში“, – განაცხადა პუტინმა.