Freedom House: უნგრეთში დემოკრატიის მაჩვენებელი შემცირდა
უნგრეთში 2022 წელს დემოკრატიის მაჩვენებელი გაუარესდა.
ამას შესახებ Freedom House-ის ანგარიშშია ნათქვამი.
ანგარიშის თანახმად, გასული წლის განმავლობაში ასეთ ტენდენციებში ყველაზე შესამჩნევი ცვლილება უნგრეთსა და პოლონეთში იყო, სადაც დემოკრატიული მაჩვენებლები ბოლო ათწლეულის განმავლობაში უარესდებოდა. პოლონეთში დემოკრატიული უკუსვლა შეწყდა, მაგრამ უნგრეთში გაგრძელდა.
“უნგრეთში ჩატარებული, მარტის საპარლამენტო არჩევნები გაჟღენთილი იყო დარღვევებით, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებითა და მედიაში ინფორმაციის დამახინჯებით, რამაც კოალიციაში Fidesz-ის მეთაურობით სუპერ დიდი უმრავლესობის მიღება გამოიწვია”, – ნათქვამია ანგარიშში.
მოხსენებაში ნათქვამია, რომ “მთავრობის მიერ მხარდაჭერილი ცილისწამების კამპანიები კრიტიკული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ეროვნული სასამართლო საბჭოს წევრების წინააღმდეგ, განსხვავებული აზრის მიმართ ორბანის რეჟიმის მზარდი შეუწყნარებლობა გამოავლინა“.
Freedom House-მა უნგრეთში დემოკრატიის დონე 43%-ად შეაფასა, პოლონეთში კი – 59%-ად.