“რუსეთის არმიაში დეზერტირების რაოდენობა გაიზარდა” – ბრიტანეთის დაზვერვა
რუსეთის არმიაში დეზერტირობის ფაქტები მკვეთრად გაიზარდა.
ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ინფორმაციაშია ნათქვამი.
აღნიშნულია, რომ 2023 წლის 5 თვის განმავლობაში რუსეთის სასამართლოებმა დეზერტირების 1053 საქმე განიხილეს, რაც მთელ წინა წელთან შედარებით ბევრად მეტია.
„რუსი სამხედროები ცდილობდნენ, შეენარჩუნებინათ დისციპლინა თავის რიგებში უკრაინის ომის მთელი პერიოდის განმავლობაში, მაგრამ 2022 წლის ოქტომბრიდან, რეზერვისტების იძულებითი მობილიზაციის შემდეგ, ეს პრობლემა, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გამწვავდა“, – აღნიშნულია ბრიტანეთის დაზვერვის ანგარიშში.
ხაზგასმულია, რომ “იმათ უმეტესობას, ვინც დეზერტირობაში დამნაშავედ ცნეს, პირობითი სასჯელი მიუსაჯეს“. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი შესაძლებელია, უკრაინაში დააბრუნონ.