“ვაგნერმა” ბახმუტში 20 ათასამდე მებრძოლი დაკარგა” – პრიგოჟინი

კერძო სამხედრო კამპანიის – “ვაგნერის” დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ ბახმუტისთვის ბრძოლაში 20 ათასამდე მებრძოლი დაკარგა.

მისი თქმით, მათგან ნახევარი პატიმარი იყო.

ამის შესახებ მან კონსტანტინე დოლგოვთან ინტერვიუში თქვა, რომელიც არის ყოფილი პრორუსი აქტივისტი და პოლიტიკური იდეოლოგი.

„ოპერაციის დროს ავირჩიე 50 ათასი პატიმარი, რომელთაგან, დაახლოებით, 20% დაღუპულია – ზუსტად იმდენივე რაოდენობაა, რამდენიც ჩვენთან კონტრაქტით მოვიდა“, – თქვა პრიგოჟინმა.

მისი „გათვლებით“, უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან დაიღუპა 50 000 ჯარისკაცი, დაშავდა 50-70 ათასი.

ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული ჯერ არ არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები