გივი მიქანაძე კვიპროსში განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა

კვიპროსში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე კვიპროსის პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ხრიზანტოს სავიდესს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორი პარლამენტის კომიტეტების განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობასა და კომუნიკაციის პირდაპირი ფორმით დანერგვაზე, რაც მიმდინარე რეფორმებისა და ნოვაციების შესახებ ინფორმაციის მყისიერად გაცვლის შესაძლებლობას უზრუნველყოფს. განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა 2018 წელს ორი ქვეყნის განათლების უწყებებს (სამინისტროებს) შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის აღსრულების კუთხით საზედამხედველო ფუნქციის გააქტიურებას.
მხარეები შეთანხმდნენ აქტიურ თანამშრომლობაზე, ერთობლივი კომუნიკეს გაფორმებისა და ურთიერთგაცვლითი ვიზიტების ფორმატში გაერთიანებული საკომიტეტო სხდომების ჩატარებაზე. შეხვედრას საქართველოს მხრიდან კვიპროსში საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული თენგიზ ჭუმბურიძე ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები