ნიკოლოზ სამხარაძე: ბრიტანეთი, ტრადიციულად, მხარს უჭერს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას
“მივიღეთ დაპირება, რომ მომავალშიც, მათ შორის, ვილნიუსის სამიტზეც ბრიტანეთი მხარს დაუჭერს საქართველოს შემდგომ ინტეგრაციას ნატოში”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, უახლოეს მომავალში ბრიტანეთის საპარლამენტო დელეგაცია საქართველოს საპასუხო ვიზიტით ეწვევა.
„საუბრის ძირითადი თემა იყო უსაფრთხოების გარემო, ჩვენი ევროატლანტიკური მისწრაფებები და ნატოში ინტეგრაცია. ბრიტანეთი, ტრადიციულად, მხარს უჭერს საქართველოს ნატოში ინტეგრაციას. მივიღეთ დაპირება, რომ მომავალშიც, მათ შორის ვილნიუსის სამიტზეც ბრიტანეთი მხარს დაუჭერს საქართველოს შემდგომ ინტეგრაციას ნატოში. ჩვენ შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში ბრიტანეთის საპარლამენტო დელეგაცია ეწვევა საქართველოს საპასუხო ვიზიტით“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.