“ვაფასებთ იმ მაღალი დონის თანამშრომლობას, რომელიც საქართველოსა და ნატოს შორის ისტორიულ მაქსიმუმზეა” – ირაკლი ჩიქოვანი

“ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ ხავიერ კოლომინასა და მთლიანად ნატოს მიმართ, რომ ისინი ძალიან მკაფიოდ უჭერენ მხარს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და ასევე აფასებენ იმ თანამშრომლობას, რომელიც საქართველოს ამ ორგანიზაციასთან აქვს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენლის, ხავიერ კოლომინას ვიზიტის კომენტირებისას განაცხადა.

„წელს ჩატარდება ნატოს სამიტი და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი აისახოს საბოლოო კომუნიკეში. ჩვენ ვაფასებთ იმ მაღალი დონის თანამშრომლობას, რომელიც პრაქტიკულად ისტორიულ მაქსიმუმზეა საქართველოსა და ნატოს შორის“, – განუცხადა „ქრონიკას“ ჩიქოვანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები