რუსეთის სასამართლომ WSJ-ის ჟურნალისტს, ევან გერშკოვიჩს წინასწარი პატიმრობა სამი თვით გაუხანგრძლივა

რუსეთის სასამართლომ The Wall Street Journal-ის ჟურნალისტს, ევან გერშკოვიჩს წინასწარი პატიმრობა 30 აგვისტომდე გაუხანგრძლივა.

სხდომა დახურულ კარს მიღმა წარიმართა, რადგან გერშკოვიჩის საქმის მასალები გასაიდუმლოებულია.

ცნობისთვის, რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა The Wall Street Journal-ის კორესპონდენტი, ევან გერშკოვიჩი 30 მარტს, ეკატერინბურგში „ჯაშუშობაში ეჭვის საფუძველზე“ დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები