ირაკლი მეძმარიაშვილმა საქართველოს ძიუდოს ნაკრების წევრებს მადლობის სიგელები გადასცა
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი მეძმარიაშვილმა საქართველოს ძიუდოს ნაკრების წევრებს და მათ მწვრთნელებს, ქართული სპორტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, მადლობის სიგელები გადასცა.
„მსურს მივესალმო ჩვენს საოცარ სპორტსმენებს, რომლებმაც არაერთხელ გვასახელეს და კიდევ ბევრჯერ ასახელებენ საქართველოს.
მსურს, მადლობა გადავუხადო იმ დამსახურებისთვის, რაც მათ ჩვენი ქვეყნის წინაშე აქვთ. ჩვენ ძიუდოისტებს კომიტეტის სახელით მადლობის სიგელებს გადავცემთ და ეს არის ის მცირედი, რითიც შეგვიძლია პატივი ვცეთ მათ”, – განაცხადა ირაკლი მეძმარიაშვილმა.