ივანე ჩხაიძე: კოვიდი არსად გამქრალა, ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებში 8% კორონავირუსია

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, დღეს ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებში 8% კორონავირუსია. როგორც ჩხაიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კორონავირუსი არსად გამქრალა.

„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ბოლო მონაცემებით, დღეს ჩვენს ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებში 8% არის კორონავირუსი. 8% ძალიან დიდი რიცხვია. შესაბამისად, კორონავირუსი არსად გამქრალა და მიმართვიანობა გრძელდება. „ომიკრონის“ მუტაციაა, რაც ქვეყანაში ფიქსირდება, მაგრამ 65 წელს ზემოთ გადაცილებული მოსახლეობისთვის შესაძლოა, ეს რისკის მატარებელი იყოს.

კიდევ ერთი თავისებურება, რაც წლევანდელ წელს აქვს, დღემდე რჩება გრიპის ვირუსი, დადასტურებულ შემთხვევებს შორის B გრიპის ვირუსი 3%-ია. წინა კვირებში A ტიპის ვირუსის ერთეული შემთხვევები იყო. ასე რომ, ეს მაინც საყურადღებოა, თუმცა, უპირატესი არის რინოვირუსი, გაციებით მიმდინარე დაავადება. 28%-ია რინოვირუსის მაჩვენებელი. ყველა შემთხვევა არა, მაგრამ უმრავლესობა არის მსუბუქი“, – განაცხადა ჩხაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები