ცნობილი კინოოპერატორი გიორგი ბერიძე ზღვაში დაიხრჩო

    უბედური შემთხვევა კვარიათში. შავ ზღვაში ცნობილი ქართველი კინოოპერატორი 59 წლის გიორგი ბერიძე დაიხრჩო. როგორც „კვირას“ აჭარის სამაშველო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა თურმანიძემ განუცხადა, შემთხვევა კვარიათში, დილის 11 საათზე მოხდა. „სამაშველო ღონისძიების შედეგად, ნაპირზე გამოვიყვანეთ. ის პირველადი სამედიცინო დახმარების ჩატარების დროს გარდაიცვალა. როგორც ჩანს, ნასვამ მდგომარეობაში შევიდა ზღვაში საცურაოდ“, – აღნიშნა მამუკა თურმანიძემ.
გიორგი ბერიძეს 50-მდე მხატვრული და დოკუმენტური ფილმი აქვს შექმნილი. იგი დამდგმელი ოპერატორია ფილმებისა: “იავნანა” (რეჟ: ნანა ჯანელიძე), “ვალსი პეჩორაზე”, (რეჟ: ლანა ღოღობერიძე), “შეყვარებული კულინარის ათასერთი რეცეპტი” (რეჟ: ნანა ჯორჯაძე), “ანემია” (რეჟ: ვახტანგ კოტეტიშვილი), “სამი სახლი” (რეჟ: ზაზა ურუშაძე), “ჩემი თვითმფრინავი” (რეჟ: გიო მგელაძე), “კონფლიქტის ზონა” (რეჟ: ვანო ბურდული), “რუსული სამკუთხედი” (რეჟ: ალეკო ცაბაძე) და მრავალი სხვა. ბოლოს გიორგი ბერიძე მუშაობდა რეჟისორ გიო მგელაძის ფილმზე ბათუმში, რომლის გადაღება ვეღარ დაასრულა.

10660873_763120273733860_2122193825_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები