“ბელგოროდში “რუსეთის თავისუფლების” ლეგიონი და მოხალისეთა კორპუსი ოპერაციას ატარებენ” – უკრაინის დაზვერვა

“რუსეთის თავისუფლების” ლეგიონი და “რუსეთის მოხალისეთა კორპუსი” (RDC) ბელგოროდის რეგიონის ტერიტორიაზე ოპერაციას ახორციელებენ.

ამის შესახებ უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპიკერმა, ანდრეი იუსოვმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპერაციას ახორციელებენ „რუსეთის მოქალაქეები“ ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე „უსაფრთხო ზონის“ შესაქმნელად.

“რუსეთის მოხალისეთა კორპუსი” და “რუსეთის თავისუფლება” არის რუსეთის მოქალაქეებისგან დაკომპლექტებული მოხალისეთა სამხედრო ნაწილები, რომლებიც უკრაინის ჯარების მხარეს იბრძვიან.

ტელეგრამის არხებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დანაყოფები ბელგოროდში შევიდნენ და რადიოსადგურების მეშვეობით მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებენ, ასევე, აცხადებენ, რომ “რუსეთი მალე გათავისუფლდება”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები