რატი იონათამიშვილი: თუ ოპოზიცია მონაწილეობას არ მიიღებს კონსულტაციებში, ესეც ლუსტრაცია იქნება, რომ მათ, სინამდვილეში, არ სურთ 12 პუნქტის შესრულება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ოპოზიციის პოზიცია, რომლებიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დარჩენილი ორი წევრის არჩევაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ, ანტისახელმწიფოებრივია.
მისივე თქმით, თუ ოპოზიცია პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს, ეს კიდევ ერთი ლუსტრაცია იქნება იმისა, რომ მათ რეკომენდაციების შესრულება არ სურთ.
“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი პროცესი მაღალი პასუხისმგებლობით იყოს გარანტირებული და არჩევანი გავაკეთოთ კრიტერიუმების სასარგებლოდ, რომელიც ყველაზე ობიექტური საზომი იქნება. რადიკალური ოპოზიცია ამბობს, რომ ან უნდა ავირჩიოთ ისინი, ვინც მათ აწყობთ, ან ვისზეც გავლენა აქვთ მათ, ან არავინ არ უნდა ავირჩიოთ. ასეთი მიდგომა ანტისახელმწიფოებრივი და უპასუხისმგებლოა. თუ ისინი მონაწილეობას არ მიიღებენ პროცესში და კონსულტაციებში, ესეც ლუსტრაცია იქნება, რომ მათ, სინამდვილეში, არ სურთ 12 პუნქტის შესრულება”,- აღნიშნა იონათამიშვილმა.