„ლავროვის შვილის სტუმრობა სიმართლეს არ შეესაბამება“ – სასტუმრო „ყვარლის ტბა“ განცხადებას ავრცელებს
ლავროვის შვილის სტუმრობა არ შეესაბამება სიმართლეს, – ამის შესახებ სასტუმრო „ყვარლის ტბა“ სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
„გვსურს გამოვეხმაუროთ დეზინფორმაციას, რომელიც მედიაში ვრცელდება!
ვაცხადებთ, რომ ლავროვის შვილის სტუმრობა ყვარლის ტბაზე არ შეესაბამება სიმართლეს, არც ლავროვის გვარით გვიფიქსირდება სტუმარი და არც აქამდე დაფიქსირებულა.
სამწუხაროდ, მედიის საშუალებით ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს!“, – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ „მთავარი არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის სანქცირებული ოჯახის წევრები საქართველოში არიან, მათ შორისაა ლავროვის შვილი, ეკატერინე ლავროვა. მათივე ცნობით, ლავროვის სიძის, ალექსანდრე ვინოკუროვის ძმას საქართველოში ქორწილი ექნება, რომლის გადახდა მან „ყვარელი რეზორტში“ გადაწყვიტა.