აქციის მონაწილეების ნაწილმა პარლამენტის გვერდითა შესასვლელთან გადაინაცვლეს

საქართველოს პარლამენტის შენობასთან შეკრებილთა ნაწილმა საკანონმდებლო ორგანოს გვერდითა შესასვლელთან გადაინაცვლა.

აქციის მონაწილეები შს მინისტრ ვახტანგ გომელაურისთვის „სირცხვილის კორიდორის“ მოწყობას გეგმავენ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის შენობასთან რუსეთიდან პირდაპირი ავიარეისების აკრძალვის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები