“ნებისმიერს ოპოზიციური პარტიებიდან, ვისაც გულწრფელად გული შეგტკივათ ბავშვების განათლებაზე, კვებასა და ჯანსაღ განვითარებაზე, გეპატიჟებით სამუშაო ჯგუფში” – გიორგი ამილახვარი
“ნებისმიერს ოპოზიციური პარტიებიდან, ვისაც გულწრფელად გული შეგტკივათ ბავშვების განათლებაზე, კვებასა და ჯანსაღ განვითარებაზე, გეპატიჟებით სამუშაო ჯგუფში – მოგისმენთ სიამოვნებით“, – ამის შესახებ პარლამენტში განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.
„მიმაჩნია, რომ ჩვენ ეტაპობრივად დავიწყოთ გარკვეულ ვერსიებზე მსჯელობა, მაგრამ ვერაფრით დავეთანხმები მოსაზრებას, რომ სადმე დავიწყოთ სასკოლო კვების პროგრამა და სადმე არ დავიწყოთ.
თუ სადმე დავიწყებთ, ეს უნდა გავაკეთოთ ყველასთვის და აქ გამორიცხულია გამორჩევა რეგიონის, სოციალური კუთვნილების თუ სხვადასხვა ინდიკატორების მიხედვით. ეს უნდა იყოს ყველასთვის უზრუნველყოფილი, ვისაც, ბუნებრივია, ამის სურვილი აქვს“, – განაცხადა ამილახვარმა.