ლევან ჯაფარიძე: რუსეთის ოკუპაციას შეწირულთა სახელობის სკვერი თბილისში უკვე რამდენიმე წელია, არსებობს

„კრწანისის რაიონში რუსეთის ოკუპაციას შეწირულთა სახელობის სკვერი უკვე რამდენიმე წელია, არსებობს. სკვერში რუსეთის ოკუპაციას შეწირულთა მემორიალიც დგას“, – განცხადება ამის შესახებ დედაქალაქის საკრებულოს წევრმა, ლევან ჯაფარიძემ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციონერი კოლეგების წინადადების საპასუხოდ გააკეთა.

„რამდენიმე წლის წინ კრწანისის რაიონში, 1 ჰა ტერიტორიაზე, ძალიან ლამაზი სკვერი გაშენდა, რომელსაც დედაქალაქის მერიის ინიციატივით, რუსეთის ოკუპაციას შეწირულთა სახელობის სკვერი ეწოდა. ამ სკვერში მდებარეობს ოკუპაციის მსხვერპლთა მემორიალი“, – განაცხადა ლევან ჯაფარიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები