როსავიაციამ Georgian Airways-ს თბილისსა და მოსკოვს შორის ფრენის უფლება მისცა
რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ ავიაკომპანია Georgian Airways-ს თბილისსა და მოსკოვს შორის ფრენების ნებართვა მისცა.
ამის შესახებ ინფორმაციას უწყება ავრცელებს.
„როსავიაცია, ორმხრივობის პრინციპებზე დაყრდნობით და რუსეთისა და საქართველოს საავიაციო ორგანოებს შორის შეთანხმებების საფუძველზე, გასცა ნებართვა თბილისი-მოსკოვი-თბილისის მარშრუტზე Georgian Airways-ისთვის ფრენების განხორციელებისთვის. ავიაკომპანიას ფრენების განხორციელება კვირაში შვიდჯერ შეუძლია“, – ნათქვამია განცხადებაში.