“საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სახელით, მადლობას ვუხდი ვლადიმერ ვლადიმიროვიჩ პუტინს” – მერაბ ჭიკაშვილი (ვიდეო)
საზოგადოებრივი ორგანიზაციის – „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ თავმჯდომარე, მერაბ ჭიკაშვილი, რომელიც მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით პირველ რეისს გამოჰყვა, რუსეთის პრეზიდენტს, საქართველოს მოსახლეობის “უმრავლესობის სახელით”, მიღებული გადაწყვეტილებისთვის მადლობას უხდის.
ამის შესახებ მან “ვნუკოვოს” აეროპორტში რუსულ მედიასთან საუბრისას თქვა.
“ჩემი სახელით, ჩემი ორგანიზაციის სახელით, საქართველოს უმრავლესობის სახელით მინდა, მადლობა გადავუხადო რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ ვლადიმიროვიჩს პუტინს, რომელმაც ამ განკარგულებას მოაწერა ხელი და დააკმაყოფილა ჩვენი თხოვნა. უნდა ითქვას, რომ რაც მთავარია, ეს იყო ხალხის თხოვნა და ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რამდენს ნიშნავს ეს ხელმოწერა”, – თქვა ჭიკაშვილმა.
Lenta-სთან საუბარში მან ასევე თქვა, რომ საქართველოში რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენით უკმაყოფილო მოსახლეობის უმცირესობაა.
„ეს არის უმცირესობა, რომელსაც სურს, ზეწოლა მოახდინოს უმრავლესობაზე. თქვენ იცით, როგორი ხალხი გააპროტესტებს – ვინც ადრე სწავლობდა რუსეთში. მიმაჩნია, რომ პროტესტი, რომლის ორგანიზებას ცდილობენ, არ გამოუვათ. რადგან საზოგადოებას ესმის ამ გადაწყვეტილების მნიშვნელობა. ამიტომ, ჩვენ არ გვეშინია საპროტესტო აქციების და არ ვფიქრობთ, რომ მათზე საუბარია საჭირო. მოდით, მადლობა ვთქვათ, საჰაერო მიმოსვლის აღდგენისთვის“, – განაცხადა მერაბ ჭიკაშვილმა.