“ვნუკოვოდან” თბილისის მიმართულებით პირველი რუსული თვითმფრინავი გამოფრინდა

მოსკოვის “ვნუკოვოს” აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით ავიაკომპანია “აზიმუტის” პირველი თვითმფრინავი გამოფრინდა.

როგორც რუსულ მედიას მგზავრებმა უამბეს, მათი უმეტესობა საქართველოში დასასვენებლად ჩამოდის, ბილეთების ყიდვასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ შეჰქმნიათ.

თვითმფრინავი საქართველოში მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ განკარგულებას, რვა დღის შემდეგ მოფრინავს.

16 მაისს რუსულმა ავიაკომპანია Azimut-მა საქართველოს საავიაციო ხელისუფლებისგან მოსკოვი-თბილისის მარშრუტზე ფრენების ნებართვა მიიღო.

ცნობილია, რომ „აზიმუტის“ პირველ მგზავრებს დღეს თბილისში საპროტესტო აქციით დახვდებიან.

კერძოდ, აქცია დაანონსებული აქვს “დროას”.

“12:00 საათზე, ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე (ველოსიპედთან) და ერთად კოლონით დავიძვრებით აეროპორტისკენ, რათა გავაპროტესტოთ მოსკოვი-თბილისის პირველი რეისი, რომელიც თბილისის აეროპორტში 13:50-ზე დაჯდება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები