“ყარაბაღი” – აზერბაიჯანელმა მეცნიერებმა COVID-19-ის საწინააღმდეგო უნივერსალური ვაქცინა შექმნეს
აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჯგუფმა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა და წამალი შეიმუშავა.
ამის შესახებ Trend-ს აკადემიის წევრმა, პროფესორმა ტარლან მამედოვმა განუცხადა.
„შევიმუშავეთ როგორც ვაქცინა, ასევე, სამკურნალო საშუალება. პრეკლინიკური სამუშაოები დასრულდა. შემდგომი მუშაობა დამოკიდებულია ინვესტორებზე, რადგან უნდა არსებობდეს თანხები კლინიკური კვლევების ჩასატარებლად. ჩვენ მიერ შემუშავებული ვაქცინა ერთადერთია მსოფლიოში, რომელიც ეფექტურია კორონავირუსის ყველა შტამების, მათ შორის, “ომიკრონის” წინააღმდეგ”, – თქვა მეცნიერმა.
მამედოვის თქმით, ამ ფაქტის შესახებ სტატიებია დაწერილი ჩინელი მეცნიერების მიერ.
“მათში ნათქვამია, რომ ჩვენ მიერ შემუშავებული ვაქცინა ეფექტურია Omicron-ის და Delta-ს შტამების წინააღმდეგ. ვაქცინას „ყარაბაღი“ დაერქმევა. ეს ვაქცინა ასევე ეფექტურია ახალი შტამების წინააღმდეგ“, – განაცხადა მამედოვმა.