“დავით კეზერაშვილი ცდილობს, სახე მაქსიმალურად შეინარჩუნოს, თუმცა, გამორიცხულია” – კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დავით კეზერაშვილი “სახის შენარჩუნებას მაქსიმალურად ცდილობს“.

“ცდილობს, რომ სახე მაქსიმალურად შეინარჩუნოს, თუმცა, გამორიცხულია. სანამ “ბიბისი” ჟურნალისტურ გამოძიებას გააკეთებდა, ამაზე შესაბამისი სამსახურები ხომ საუბრობდნენ? პირველი, ვინც ეს დანაშაული და ის სიბინძურე გამოააშკარავა, რაც ხდებოდა, სუსი, შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა იყო. ყველაფერი ამ სამსახურების უშუალო ჩართულობით და მონაწილეობით გამოაშკარავდა.

მას შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენი უცხოური მეგობარი ქვეყნების შესაბამისი სამსახურები ჩაერთნენ იმიტომ, რომ მათი მოქალაქეები იყვნენ დაზარალებულები. ამასთან დაკავშირებით ყველაფერი ცხადია. ევროპაშიც მიმდინარეობს გამოძიება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა BBC-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, მას შემდეგ, რაც BBC-მ მილიარდდოლარიან თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით საგამოძიებო სტატია გამოაქვეყნა და იქ კეზერაშვილი ერთ-ერთ მთავარ ორგანიზატორად მოიხსენია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები