“მოლდოვა რუსული გაზის დამოკიდებულებისგან გათავისუფლდა” – მოლდოვის პრემიერი

მოლდოვა რუსულ გაზზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლდა, – განაცხადა ქვეყნის პრემიერმინისტრმა, დორინ რესიანმა.

”თუ უკრაინაში ომის დასაწყისში მოლდოვის მიერ მოხმარებული ენერგიის 100% რუსეთიდან მოდიოდა, დღეს მოლდოვა აღარ არის დამოკიდებული რუსეთისგან ენერგომომარაგებაზე”, – თქვა მან ბუქარესტში უსაფრთხოების კონფერენციაზე.

რესიანის თქმით, „მოლდოვა აღარ მოიხმარს ბუნებრივ აირს რუსეთიდან, ის ინტეგრირებულია ევროპულ ენერგეტიკულ ქსელში როგორც ტექნიკურად, ასევე, კომერციულად“.

პოლიტიკოსის თქმით, ენერგეტიკულ გამოწვევებთან გამკლავებაში ქვეყანას რუმინეთი დაეხმარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები