მუზეუმების საერთაშორისო დღე და დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნული გალერეის შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამები

18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღეს, დ. შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ გალერეას 9  შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამა ექნება. ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, ეს პროგრამებია:
1. „ხიტა ქუთათელაძის ლანდშაფტების მაგია“
შემეცნებით-გასართობი პროგრამა 6-9 წლის ბავშვებისთვის | 11:00
2. „მასტერკლასი ბავშვებისთვის“ – მაკა ბატიაშვილი.
მხატვარი გააცნობს მოზარდებს თავის გამოფენას -,,სიჩუმის დარღვევა“. პროგრამის ფარგლებში მონაწილეები მხატვართან ერთად შექმნიან ნამუშევრებს თავისუფალ თემაზე.
სამიზნე აუდიტორია 7-8 წლის მოზარდები | 13:00
3. კურატორის ტური  – „ფიროსმანი“
სამიზნე აუდიტორია – ზრდასრულები | 15:00
4. შემეცნებით-გასართობი პროგრამა საქველმოქმედო ფონდი „საქართველოს „კარიტასის“ ბენეფიციარებისთვის (12-16 წლის მოზარდები ) | 16:00 17:00
5. გელა პატიაშვილი – „,ნოე და კიდობნის ახლებური ინტერპრეტაცია“. მხატვარი ისაუბრებს მიმდინარე გამოფენაზე  – „ჩვენ, გადარჩენილები“, საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში კი მონაწილეები შექმნიან თემატიკასთან დაკავშირებულ ნამუშევრებს | 16:00
6. შემეცნებით-გასართობი პროგრამა მოზარდებისთვის-  „ფიროსმანი დეტალებში“
|17:00
7. კურატორის ტური  – „,XX საუკუნის ქართული ქანდაკება“.
სამიზნე აუდიტორია – ზრდასრულები | 18:00
8. შემეცნებით-გასართობი პროგრამა – „ხელოვნება და სიცოცხლე დედამიწაზე“
სამიზნე აუდიტორია 6- 8 წლის მოზარდები | 20:00
9. პროგრამა – გალერეის კეთილი ნების ელჩები
პროგრამის ფარგლებში სპეციალურ ტურს გალერეაში გაუძღვებიან ჯიპას მედია ხელოვნების სტუდენტები | 21:00

პროგრამებს გაუძღვებიან ეროვნული გალერეის კურატორები და გიდები..

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები