‘’მთიანი საქართველოს ახალი სიცოცხლე’’ – ევროკავშირის მასშტაბური პროექტი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში პროექტის ‘’მთიანი საქართველოს ახალი სიცოცხლე’’ (New Life for Mountainous Georgia), წარდგენის ღონისძიება გაიმართა, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე პირველ მოადგილესთან, ქრისტინა კობახიძესთან ერთად დაესწრო.

სახელმწიფო რწმუნებული დამსწრე საზოგადოების წინაშე მისასალმებელი სიტყვით წარდგა და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
პროექტს ახორციელებს ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი (IRC), ევროკავშირის მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD-4) ფარგლებში.
პროექტი ასევე ხორციელდება რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურსცენტრთან და ჰააგის ადგილობრივი მმართველობის აკადემიასთან პარტნიორობით, რომლის სამიზნე რეგიონსაც წარმოადგენს რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, მისი მიზანია ხელი შეუწყოს სიღარიბის შემცირებას და მოწყვლადი შინამეურნეობების სოციალურ-ეკონომიკურ ინტეგრაციას სამიზნე რეგიონში.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ადგილობრივი მოსახლეობის, მათ შორის, ყველაზე დაუცველი/მოწყვლადი წარმომადგენლების (ქალები, მიგრანტები, მაღალმთიან რაიონებში/სოფლებში მცხოვრები პირები, ახალგაზრდები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ეთნიკური, რელიგიური და სხვა უმცირესობები) როლის გაზრდა სოფლის განვითარებაში; სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნესსექტორის ჩართულობა სოფლის განვითარების პროცესში; ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება ადგილობრივი მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით მოწყვლადი ნაწილისათვის, მათი სოციალური ინტეგრაციისა და ბიზნესსექტორში ჩართულობის მხარდაჭერით; ადგილობრივი ახალგაზრდების ინიციატივების მხარდაჭერა და განხორციელების ხელშეწყობა; სოფლის მოსახლეობისთვის საჯარო სერვისების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.
პრეზენტაციას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტიდან ხელისუფლების, მცირე და საშუალო ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები