ილია დარჩიაშვილი: პარტნიორებთან ვსაუბრობთ იმ დინამიკასა და პროგრესზე, რაც გამოგვარჩევს რეფორმების გზაზე; ისინი დიდი ყურადღებით უსმენენ პრემიერს და ესეც ქმნის დადებით აურასა და განწყობებს, რომ მათი მხარდაჭერა, მათი პოზიციონირება საქართველოსთან მიმართებით იყოს პოზიტიური

ჩვენ პარტნიორებთან, რა თქმა უნდა, ვსაუბრობთ იმ დინამიკასა და პროგრესზე, რაც ჩვენ გამოგვარჩევს ამ რეფორმების გზაზე. ეს ძალიან საინტერესოა ლიდერებისთვის, როდესაც პრემიერმინისტრი მათ უზიარებს კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც არ დგას ასე ვთქვათ შეგრძნებებსა და წარმოდგენებზე, ხშირ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ გვესმის ხოლმე ევროპელი პოლიტიკოსებისგან, არამედ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომელიც გადაიდგა, კონკრეტულ შედეგებზე, კონკრეტულ მიღწევებზე ჩვენი ქვეყნის და ეს არის, რა თქმა უნდა, დამაჯერებელი, საინტერესო და მისაღები ევროპელი ლიდერებისთვის, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა რეიკიავიკში ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, გარდა იმ საქმისა, რასაც საქართველო აკეთებს, ქვეყანას აქვს დიდი ოპტიმიზმი და ენთუზიაზმი, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.

„ისინი დიდი ყურადღებით უსმენენ პრემიერმინისტრს და ესეც ქმნის დადებით აურასა და განწყობებს, რომ მათი მხარდაჭერა, მათი პოზიციონირება საქართველოსთან მიმართებით იყოს პოზიტიური და დღევანდელი, არსებული გარემო, ის განწყობები, რომელზეც ვსაუბრობ, გვაძლევს, რა თქმა უნდა, ოპტიმიზმს და ჩვენ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, გარდა საქმისა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, გვაქვს დიდი ოპტიმიზმი, ენთუზიაზმი, რაც აუცილებელია ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეში”, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები