საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ისლანდიაში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ისლანდიაში გაემგზავრა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობის მეთაური ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მე-4 სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც რეიკიავიკში გაიმართება. სამიტის მონაწილეებს ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით მიმართავს.

დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერმინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, რევაზ ჯაველიძე არიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები