თბილისში, კედლის მოწყობის სამუშაოების დროს ფერდობი ჩამოიშალა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა

თბილისში, ართვინის ქუჩაზე კედლის მოწყობის სამუშაოების დროს ფერდობი ჩამოიშალა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა.

როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში  განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები