ბათუმის სპორტის სასახლეში ქალთა შორის ხმლით ფარიკაობაში პირადი და გუნდური მსოფლიო თასი მიმდინარეობს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ დაჯილდოების ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა და სპორტსმენებს გამარჯვება მიულოცა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, აჭარაში 3 დღის განმავლობაში გულშემატკივართა წინაშე, 40 ქვეყნის, 200-მდე მსოფლიოს საუკეთესო ქალი ხმლით მოფარიკავე წარდგება.