შსს-მ საგარეჯოში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა

შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1930 წელს დაბადებული გუგული ჭ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა საგარეჯოში, თავის საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, 1976 წელს დაბადებული მალხაზ ბ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გულის არეში დაჭრა. მიყენებული ჭრილობის შედეგად მალხაზ ბ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გუგული ჭ. მომხდარიდან 20 წუთში, საგარეჯოშივე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები