გია აბაშიძე: ევროპელები მეტ საქონელს იძენენ რუსეთიდან, მილიარდებით ამარაგებენ სისხლიან რეჟიმს, ჩვენ კი უსაფუძვლო ნოტაციებს გვიკითხავენ

გიზიარებთ ავტორიტეტულ დასავლურ წყაროებში გამოქვეყნებულ ღია ინფორმაციას ევრო-ამერიკულ ფარისევლობაზე რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების თავის არიდებაში,- ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

“დაკვირვებული თვალი შეამჩნევდა, რომ მუდმივად ვეცნობი და გიზიარებთ ავტორიტეტულ დასავლურ წყაროებში გამოქვეყნებულ ღია ინფორმაციას ევრო-ამერიკულ ფარისევლობაზე რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების თავის არიდებაში. თვალთმაქცობა და ფლიდობა განსაკუთრებით აღმაშფოთებელია, როცა მცირე რესურსების მქონე საქართველოს დაუმსახურებლად ამუნათებენ, ხოლო თავად მრავალმილიარდიან გარიგებებში არიან აგრესორი პუტინის რუსეთთან.

ჩინოსნებისა და საჯარო მოხელეებისგან განსხვავებით, როგორც ანალიტიკოსს, მაქვს იმის ფუფუნება, რომ პირდაპირ და ხისტად ვწერო, ვილაპარაკო დასავლელ ფარისევლებზე.

11 მაისს, ჩემი ყურადღება მიიპყრო პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებმა, კერძოდ: რასაც ევროკავშირი ოთხ დღეში ვაჭრობს რუსეთთან, ჩვენი ქვეყანა ვაჭრობს მთელი წლის განმავლობაში, თითქმის 300 მილიარდი დოლარი შეუვიდა რუსეთს ბიუჯეტში შარშან ევროკავშირიდან. ევროკავშირმა რუსეთისგან 2.5 ტრილიონი დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინა…

ჩავუღრმავდი არაერთ სანდო ღია წყაროს და აღმოვაჩინე შემდეგი:
2022 წელს, სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირსა და რუსეთს შორის 2.3%-ით, 5.9 მილიარდი ევროთი გაიზარდა და 258.7 მილიარდი ევრო შეადგინა.
ევროკავშირის რუსეთთან ბრუნვის ნაზრდი 2-ჯერ აღემატება საქართველოს მთლიან სავაჭრო ბრუნვას რუსეთთან.
ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან 110-ჯერ აღემატება საქართველოს სავაჭრო ბრუნვას რუსეთთან, თურქეთთან შედარებით – 27-ჯერ.
საქართველოს წილი რუსეთის სავაჭრო ბრუნვაში მხოლოდ 0.3%-ს შეადგენს, ევროკავშირის – 32%-ს, ჩინეთის – 22%-ს, თურქეთის – 8%-ს, აშშ-ს 2%-ს.

2022 წელს ევროკავშირში რუსეთიდან იმპორტი 24%-ით გაიზარდა და 203.6 მილიარდი ევრო შეადგინა.
რუსეთის წილი ევროკავშირის იმპორტში 0.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 6.8% შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ რუსეთიდან იმპორტის ზრდა ძირითადად ფასისმიერ ზრდას უკავშირდება,
რაოდენობრივ გამოხატულებაში ყველა ძირითადი საიმპორტო პროდუქტის მიხედვით კლება
ფიქსირდება.

ამასთან, აღსანიშნავია ის, რომ სექტემბრიდან ღირებულებით გამოხატულებაშიც კლების ტენდენცია ფიქსირდება, თუმცა აღნიშნული კლება გამოწვეულია
ძირითადი იმპორტიორი ქვეყნების (გერმანია, ნიდერლანდები, საფრანგეთი, იტალია და
პოლონეთი) მიერ რუსეთიდან იმპორტის შემცირებით.
მთელი რიგი ქვეყნების მიერ სექტემბრის შემდეგაც 2022 წელს რუსეთიდან იმპორტის მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება. მათ შორისაა: უნგრეთი, საბერძნეთი, ბელგია, ავსტრია, ბულგარეთი და სლოვენია.

უკრაინის მიერ რუსული გაზის ტრანზიტით მიღებული შემოსავლები 2023 წლის მარტის მონაცემებით, უკრაინის გავლით რუსეთი ევროკავშირს საშუალოდ
დღიურად 35 მლნ. კუბურ მეტრ გაზს აწვდის, ხოლო 2022 წლის მონაცემებით, საშუალოდღიური ტრანზიტი 46 მლნ. კუბური მეტრი იყო.
საქართველოს მიერ რუსული გაზის ტრანზიტი სომხეთში 2022 წელს საშუალო დღიური მაჩვენებლით 7 მლნ. კუბ.მ. იყო.
უხეში შეფასებით, 2022 წელს, გაზის ტრანზიტით, უკრაინამ 570 მლნ. დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო.
საქართველოს მიერ რუსეთისთვის გაზის იმპორტში გადახდილი თანხა 2022 წელს 112 მლნ. დოლარს შეადგენდა.
ევროკავშირის მიერ 2022 წელს რუსეთისთვის გაზის იმპორტში გადახდილი თანხის მოცულობა (47.5 მილიარდი ევრო) საქართველოს მიერ რუსეთისთვის გაზის იმპორტში გადახდილ თანხას 448-ჯერ აღემატება.
საქართველოს მიერ რუსეთისთვის გაზის იმპორტში წლის განმავლობაში გადახდილ თანხას ევროკავშირი
რუსეთს საშუალოდ დღეზე ნაკლებ პერიოდში უხდიდა.
ევროკავშირის იმპორტი რუსეთიდან პროდუქტების მიხედვით, ღირებულებით გამოხატულებაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ბუნებრივი აირის იმპორტი (108%-ით, 24.7 მილიარდი ევროთი).

ევროკავშირში იმპორტის ზრდა ძირითადად გამოწვეულია ბუნებრივ გაზზე ფასის ზრდით,
რამდენადაც მოცულობის მიხედვით, ევროკავშირში რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტი 50%-
ით შემცირდა.
ნავთობპროდუქტების იმპორტი ღირებულებით გამოხატულებაში გაიზარდა 56%-ით, მაგრამ ფიზიკური მოცულობით, ნავთობპროდუქტების იმპორტი შემცირდა 12%-ით. ნედლი ნავთობის შემთხვევაში იმპორტმა 54.9 მილიარდი ევრო შეადგინა, რაც 14%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს, მაგრამ რაოდენობრივ გამოხატულებაში ნავთობის იმპორტი შემცირდა 16%-ით.

ძირითადი იმპორტული პროდუქტებიდან ფიზიკური მოცულობის მიხედვით, გაზრდილია გათხევადებული გაზის იმპორტი, ხოლო დანარჩენ პროდუქტებში ფიქსირდება რაოდენობრივი კლება.
2022 წელს, ყველაზე მსხვილი საიმპორტო პროდუქტები იყო: ნედლი ნავთობი (27%), ბუნებრივი
გაზი (23%), ნავთობპროდუქტები (18%), ლითონები (8%), ძირითადი ძვირფასი და არარკინოვანი ლითონები (5.6%), ქიმიური პროდუქტები (5%).

2022 წლის განმავლობაში ევროკავშირმა რუსეთიდან 47.5 მილიარდი ევროს ღირებულების ბუნებრივი გაზის, 37.2 მლრდ ევროს ღირებულების ნავთობპროდუქტების და 54.9 მლრდ ევროს ღირებულების ნედლი ნავთობის იმპორტი განახორციელა.

ევროკავშირის ქვეყნებიდან რუსეთის ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორები მთლიანობაში
იმპორტის მიხედვით იყვნენ: ნიდერლანდები (30.8 მლრდ ევრო), გერმანია (30.5 მლრდ ევრო), იტალია (27.2 მლრდ ევრო), პოლონეთი (15.1 მლრდ ევრო), საფრანგეთი (15.1 მლრდ ევრო), ბელგია (12.8 მლრდ ევრო) და უნგრეთი (10.9 მლრდ ევრო).

ევროკავშირის ექსპორტი რუსეთში 38%-ით შემცირდა და 55.2 მილიარდ ევროს გაუტოლდა. 2022 წლის მარტიდან ფიქსირდება ევროკავშირიდან რუსეთში
ექსპორტის კლება.
ევროკავშირიდან რუსეთში ძირითად საექსპორტო პროდუქტებს წარმოადგენენ: ფარმაცევტული პროდუქტები, დანადგარები და მოწყობილობები, ქიმიური პროდუქტები, საკვები პროდუქტები, სხვა ზოგადი მოხმარების სამანქანო დანადგარები, ელექტრონული მოწმყობილობებ, სხვა სპეციალური დანიშნულების დანადგარები, ავტომობილები, სატვირთო მანქანები, კომპიუტერები, ელექტრონული და ოპტიკური პროდუქცია.

ევროკავშირის უმრავლესი ქვეყნებიდან, გარდა სლოვენიისა, ლატვიისა, ესტონეთისა და
ბულგარეთისა 2022 წელს დაფიქსირდა რუსეთში ექსპორტის კლება.
ევროკავშირიდან რუსეთში ექსპორტის მნიშვნელოვანი კლება ფიქსირდება, როგორც ღირებულებით, ასევე რაოდენობრივ გამოხატულებაში.

მხოლოდ ფაქტები, ციფრები და არა აღქმები. ევროპელები მეტ საქონელს იძენენ რუსეთიდან, შესაბამისად, მილიარდებით ამარაგებენ სისხლიან რეჟიმს, ხოლო ჩვენ კი უსაფუძვლო ნოტაციებს გვიკითხავენ.

ეს რაც შეეხება უკრაინაში შეჭრის შემდეგ ღია სტატისტიკას. 2008 წლის აგვისტოს შემდეგ, სააკაშვილის ნაცრეჟიმის ხელშეწყობით, ქართული მიწა-წყლის 20%-ს დროებითი დაპატრონების შემდეგ, დასავლეთი რეალურად არც კი შეშფოთებულა და აღებ-მიცემობა უმაღლეს მწვერვალებზე ჰქონდა პუტინის რეჟიმთან”,- წერს აბაშიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები