გივი მიქანაძე იტალიაში ორივე პალატის პარლამენტში კოლეგებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე – გივი მიქანაძე, იტალიაში, საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში სენატის კულტურის, განათლების, მეცნიერებისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ჯულია კოზენცასა და ქვედა პალატის კომიტეტის თავმჯდომარეს, ფედერიკო მოლიკონეს შეხვდა.

შეხვედრებზე გივი მიქანაძემ კოლეგებს საქართველოში განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე რეფორმები გააცნო და ხაზი გაუსვა იტალიასა და საქართველოს შორის ორივე სფეროში ბოლო წლებში გაფორმებული თანამშრომლობის ხელშეკრულებების მნიშვნელობას.

გივი მიქანაძის ინიციატივით და იტალიელი კოლეგების მხარდაჭერით, ორივე პალატის შესაბამის კომიტეტებთან მიმდინარე წლის შემოდგომაზე თანამშრომლობის კომუნიკე გაფორმდება და თბილისში ქართულ-იტალიური საპარლამენტო კომიტეტების ერთობლივი სხდომები ჩატარდება, სადაც განიხილავენ განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე პროექტებს და სადაც სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განისაზღვრება.

იტალიურმა მხარემ სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებისთვის სრული მზაობა გამოხატა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები