მედია: ზელენსკი შესაძლოა, 13 მაისს იტალიას ეწვიოს
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი შესაძლოა, 13 მაისს იტალიას ეწვიოს. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური საინფორმაციო სააგენტო ANSA ავრცელებს.
მედიის ცნობით, გერმანიაში შაბათ-კვირას დაგეგმილი ვიზიტის დროს, ზელენსკი შესაძლოა, ხანმოკლე ვიზიტით იტალიაში ჩავიდეს, სადაც ის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონს და რომის პაპ ფრანცისკეს შეხვდება.
ვატიკანში არ გამორიცხავენ, რომ რომის პაპი ზელენსკის შეხვდება, „მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ ჰიპოთეზაა, შესაბამისად, ამ შეხვედრის დროისა და ადგილის ოფიციალური დასტური არ არსებობს.“