პოლონეთმა უკრაინას MiG-29 ტიპის 14 გამანადგურებელი გადასცა

პოლონეთმა უკრაინას MiG-29 ტიპის 14 გამანადგურებელი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირში პოლონეთის მუდმივი წარმომადგენლობა „ტვიტერის“ პირად გვერდზე ავრცელებს.

მათივე ცნობით, დასავლეთის მიერ უკრაინისთვის გადაცემული 575 ტანკიდან 325 პოლონეთის მიერ იყო მიწოდებული, რაც სხვა მოკავშირეების მიერ გადაცემულ რაოდენობას აღემატება.

„გარდა ამისა, 28 თვითმფრინავიდან, რომელიც უკვე გადაყვანილია კიევში, პოლონეთმა MiG-29 ტიპის 14 გამანადგურებელი გააგზავნა“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები