საგარეჯოში 84 წლის მამაკაცმა 38 წლის ახალგაზრდა მოკლა
კახეთში, საგარეჯოში 84 წლის მამაკაცმა 38 წლის ახალგაზრდა მოკლა.
მკვლელობა ერისთავის ქუჩაზე მოხდა. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 84 წლის მამაკაცმა ახალგაზრდა მ.ბ. სანადირო თოფით მოკლა. გარდაცვლილს ტყვია გულ-მკერდის არეში აქვს მოხვედრილი. ცხედარი გურჯაანის სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. მომხდარს შსს-ს კახეთის სამხარეო პოლიცია იძიებს.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, დანაშაული სსკ-ის 108-ე მუხლითაა აღძრული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 7-დან 15-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს