დრონები, ჭურვები, საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტები – აშშ უკრაინისთვის 1,2 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტს გამოაცხადებს
შეერთებული შტატები დღეს უკრაინას უსაფრთხოებისთვის 1,2 მილიარდი დოლარის ღირებულების გრძელვადიანი დახმარების პაკეტის შესახებ გამოაცხადებს.
ამის შესახებ CNN-ი წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.
არსებული ინფორმაციით, დახმარების პაკეტი მოიცავს დრონებს, საარტილერიო ჭურვებს და რაკეტებს საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, ასევე, სხვა იარაღს.
იარაღს შეიძენენ უშუალოდ მწარმოებლებისგან და არა – პენტაგონის მარაგებიდან.
აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, ამჟამინდელი პაკეტის გათვალისწინებით, რუსეთის შეჭრიდან ვაშინგტონმა კიევს თითქმის 37 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გაუწია.