ირანში ორი მამაკაცი მკრეხელობისთვის სიკვდილით დასაჯეს

ირანში ორი მამაკაცი ინტერნეტში ათეიზმის, ანიტიისლამური პროპაგანდისა და ყურანის დაწვისთვის სიკვდილით დასაჯეს.

ამის შესახებ Tasnim-ი ქვეყნის სასამართლოს სისტემის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს.

„განაჩენის საფუძველზე, სადროლა ფაზელი-ზარეჰს წინასწარმეტყველის შეურაცხყოფის, განდგომის, წინასწარმეტყველის დედის გმობის, ყურანის დაწვის, წმინდა ცნებების შეურაცხყოფის და იუსეფ მეჰრდადს წინასწარმეტყველის, ასევე, რელიგიური და ისლამური ცნებების შეურაცხყოფისთვის სიკვდილით დასჯა მიესაჯა. განაჩენი დღეს დილით აღსრულდა“, – ნათქვამია შეტყობინებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები