ბექა ოდიშარია: რა საგამოძიებო კომისიის შექმნაზე უნდა ვისაუბროთ?! თუ მართალი ხარ, შე კაი დედ-მამის შვილო, აცადე სამართალდამცავებს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ ოპოზიციის ინიციატივას გამოეხმაურა.
“ადამიანების მიმართ, რომელთა ქმედებაშიც, ძმები, დები, უახლოესი ნათესავები სამეწარმოო საქმიანობაში, ერთ პატარა შენობაში არსებული სხვადასხვა აქტივობების მიმართ, აბსურდულად ბრძანებენ, რომ არ არიან საქმის კურსში. ეს ადამიანები საკუთარ ტყუილში ისე არიან ახლართულები, რომ წყობიდანაც გამოდიან და შეურაცხყოფაზეც გადმოდიან. თუ მართალი ხარ, შე კაი დედ-მამის შვილო, აცადე სამართალდამცავებს. სულ 2 კაცი არიან პარტიაში და პარტიის თავმჯდომარეს, საწყობის გამგე ამხელს, რომ იქ კომპიუტერები ჰქონდათ შენახული. როგორ შეიძლება 2-კაციან პარტიაში არ ჰქონდეს ადამიანს ინფორმაცია.
რა საგამოძიებო კომისიის შექმნაზე უნდა ვისაუბროთ, იმ ადამიანებთან დაკავშირებით, რომლებიც თავად არიან ამაში ჩართულები”, – განაცხადა ოდიშარიამ.
შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა გიორგი ვაშაძისა და დავით არახამიას კუთვნილი ე.წ. ქოლცენტრი აღმოაჩინეს. როგორც საჯარო რეესტრის ოფიციალურ მონაცემზე დაყრდნობით ირკვევა, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე შენობას, სადაც ე.წ. ქოლცენტრი აღმოაჩინეს, რამდენიმე მფლობელი ჰყავს და მათ შორისაა დეპუტატ გიორგი ვაშაძის ძმა, დავით ვაშაძე.