ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19-ს პანდემიის სტატუსი მოუხსნა.
ამის შესახებ ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა.
მისი განმარტებით, შესაბამისი წინადადებით მას COVID-19-თან დაკავშირებულმა, ჯანმო-ს ექსპერტთა კომიტეტმა მიმართა.
“მე გავითვალისწინე რჩევა და პანდემიის დასასრული გამოვაცხადე”, – თქვა მან.
გებრეისუსის თქმით, პანდემიის დაწყებიდან, სულ მცირე, 20 მილიონი ადამიანი დაიღუპა.
”2020 წლიდან, ოფიციალურად, დაახლოებით 7 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა, მაგრამ რეალური რიცხვები გაცილებით მაღალია. ჩვენ ვსაუბრობთ, სულ მცირე 20 მილიონ დაღუპულზე,” – თქვა მან.
ჯანმო-მ მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობა 2020 წლის 30 იანვარს გამოაცხადა, 11 მარტს კი პანდემია გამოცხადდა.