ჯანმო: სუდანში კონფლიქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 550-ს გადააჭარბა, თითქმის 5 ათასია დაშავებული

სუდანში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 551-ს მიაღწია.

ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, მარგარეტ ჰარისმა გაეროს ჟენევის ოფისში ყოველკვირეულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დაშავდა 4 926 ადამიანი.

ჰარისმა აღნიშნა, რომ შეტაკებების პერიოდში სამედიცინო დაწესებულებებზე სულ 28 თავდასხმა განხორციელდა. ამ თავდასხმებს 8 ადამიანი ემსხვერპლა, 18 დაშავდა.

ჯანმო-ს წარმომადგენელმა დასძინა, რომ ამჟამად სუდანში სამედიცინო დაწესებულებების მხოლოდ 16% ფუნქციონირებს, ხოლო დედაქალაქ ხარტუმში – 6%.

სუდანში რიგ ქალაქში, მათ შორის, დედაქალაქ ხარტუმში არმიასა და სწრაფი რეაგირების ძალებს (RRF) შორის შეტაკებები 15 აპრილიდან მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები