ჯულია რობერტსის ნახევარდა გარდაცვლილი იპოვეს

     ცნობილი ამერიკელი კინომსახიობის ჯულია რობერტსის ნახევარდა, 37 წლის ნენსი მოუტსი ლოს – ანჯელესში, საკუთარ სახლში, გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვლილის გარშემო წამლები ეყარა. ადგილზე მისულ მედიკოსებს ნენსი სააბაზანოს იატაკზე დახვდათ. გამომძიებელ ედ ვინთერის განცხადებით, ქალი კვირას შუადღისას გარდაიცვალა. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ნენსი მოუტსის გარდაცვალების მიზეზი. საქმეზე ძიება დაწყებულია, ცხედარს ექპერტიზა ჩაუტარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები