“რუსეთი დასავლეთთან სასაუბროდ მზად არის” – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მიმდინარე კრიზისის მოგვარების მოლაპარაკებები ადრე თუ გვიან გაიმართება, მაგრამ არა – ვოლოდიმირ ზელენსკისთან, რადგან ის დასავლეთის მარიონეტია, არამედ – მის ბატონებთან.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„ეს ყველაფერი წყდება, რა თქმა უნდა, არა ზელენსკისთან, რომელიც არის მარიონეტი დასავლეთის ხელში, არამედ, უშუალოდ მის ბატონებთან. ჩვენ დიდი ხანია, მზად ვართ ასეთი დიალოგისთვის, ჩვენი წინადადებები გაკეთდა 2009 წელს და 2021 წლის დეკემბერშიც. დასავლეთმა ამპარტავნულად თქვა უარი, მაგრამ ამ თემებზე საუბარს და ყველა პრობლემის გადაწყვეტას ვერ გავექცევით. ადრე თუ გვიან, ის შედგება“, – თქვა ლავროვმა და დასძინა, რომ “ჩვენ მზად ვართ ამისთვის, საკმარისი მოთმინება გვაქვს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები