აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთმა ბირთვული იარაღი გამოიყენოს

ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთმა ბირთვული იარაღი გამოიყენოს, – ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სააგენტოს დირექტორმა, ევრილ ჰეინსმა განაცხადა.

„ეს ნაკლებად სავარაუდოა. ეს არის ჩვენი ამჟამინდელი შეფასება“, – განუცხადა ეროვნული დაზვერვის დირექტორმა აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტს.

რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ბირთვული დაძაბულობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის, გამოიყენოს თავისი ბირთვული არსენალი, საჭიროების შემთხვევაში, „ტერიტორიული მთლიანობის“ დასაცავად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები